19 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
ნიკა მელიას მიმართ დისტანციური კონტროლის დაწესება არაკონსტიტუციურია - 17 პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს

ნიკა მელიას მიმართ დისტანციური კონტროლის დაწესება არაკონსტიტუციურია. 17 პოლიტიკური პარტია ერთობლივ საპროტესტო განცხადებას აქვეყნებს.

„ქართული ოცნებისგან“ კონტროლირებადი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს მიერ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად შინაპატიმრობის დაწესებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს ანტიდემოკრატიული მმართველობის გამოცდილების „საუკეთესო“ მაგალითს,“ - მიიჩნევენ პოლიტიკური ლიდერები.

განცხადებაში წერია, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა. აშკარაა, ეს ნაბიჯი ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერის საპარლამენტო, პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი რღვევის პროცესს.

17 პოლიტიკური ძალის ლიდერი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას ვერდიქტზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.  

დღის ამბები