მიტინგის დაშლა ბალეტი არ არის! - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი ნუკრი ქანთარია ჟრნალისტების შეკითხვას, თუ რატომ გამოიყენეს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების სასიკვდილო ნაირსახეობა. აღშფოთებულ მოქალაქეებს კი ნუკრი ქანთარია მოუწოდებს, "გუგლში" მოიძიონ კადრები, თუ "როგორ ფართხალებენ სისხლიანი ადამიანები ევროპაში."
„დაგუგლეთ და "იუთუბიდან" ამოაგდეთ, მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში და იქ ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი და როგორ ტენიან მათ, ათრევენ და ა.შ. ასე, რომ ბალეტი არასდროს არ არის დაშლის დროს. დღეს ბევრი რამის თქმა შეიძლება, რომ რატომ იხმარეს გაზი პირველად, რატომ იხმარეს საერთოდ ტყვიები, დათვის ტყვიებს რომ ამბობენ ახლა. კისტის თოფიც რომ გესროლონ ახლოდან, თვალი დაგიზიანდება, ეს არის აბსოლუტურად აქსიომა,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.