19 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
ევროკომისიას ახალი პრეზიდენტი ეყოლება

ჟან კლოდ იუნკერი უფლებამოსილების გადაბარებისთვის ემზადება. ევროკომისიის პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში თავის სავარაუდო შემცვლელს შეხვდა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლეიენი პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობაზე წარადგინეს. მას პოსტის დასაკავებლად ევროპარლამენტის 751 დეპუტატიდან აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

ევროპარლამენტარებს დღეს სიტყვით ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მიმართა და ლეიენის კანდიდატურის დამტკიცებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები