19 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
თუ კი ცალკეული პირები მოქმედებდნენ თვითნებურად, სად იყო ამ დროს შს მინისტრი, რატომ არ შეაჩერა ეს პროცესი?-ეკა ბესელია

უმრავლესობის ყოფილი წევრები, "ქართულ ოცნების" მოქმედებებში, წინა ხელისუფლების გამოცდილების გათვალისწინებით, სტრატეგიულ შეცდომებს ხედავენ და დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება ცუდად დაამთავრებს. განცხადება ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ამ დრომდე ცდილობს გადაეფაროს გიორგი გახარიას, რაც „ქართულ ოცნებას“ დააზარალებს. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამის მოვლენებმა აჩვენა რომ შს მინისტრი ვერ იღებს სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

„თუ ხელისუფლება არ აპირებს მის გადაყენებას და ამბობენ, რომ ის ყველაზე მაგარი ხერხემალია ვინც კი ოდესმე ყოფილა, თქვან, რომ მაგარი ხერხემალია. მაგრამ პოლიტიკური სისუსტეები აჩვენა გახარიამ. მოუმწიფარი გადაწყვეტილებები, თუნდაც არა მარტო ამასთან მიმართებაში, არამედ ვთქვათ პანკისში ჩავარდნილი ოპერაცია და ა.შ. ხელისუფლება ფიქრობს, რომ თუ მას გაუშვებს უფრო დაზიანდება. მე ვფიქრობ უფრო დაზიანდება, როდესაც ის შეინარჩუნებს მინისტრს, რომელიც  ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს პოლიტიკურად. მაგრა აქ ამბავია არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეჯიბრება და სანამ ეს შეჯიბრება არ დამთავრდება ამ ორი სიმახინჯის, მანამდე სულ ესეთი პრობლემა იქნება,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ამბობენ, რომ გიორგი გახარიას თანამდებობა  20 ივნისის ღამესვე უნდა დაეტოვებინა. ეკა ბესელიას თქმით, თუ კი ცალკეული სამართალდამცავები მოქმედებდნენ თვითნებურად, სად იყო ამ დროს შს მინისტრი, რომელიც ამ პროცესებზე პასუხისმგებელი იყო.

„მყისიერად უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის არება უწყების ხელმძღვანელის მხრიდან. რაც შეეხება  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რომელიც ასევე დაგვიანდა, არ არის საკმარისი რომ უფლებამოსილება შეუჩერდა რამდენიმე ადამიანს. და საუბარია რომ ორი პირის მიმართ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ჩვენ ვნახეთ კადრები სადაც გაცილები უფრო მეტი სპეცრაზმელი და ძალოვანი უწყების თანამშრომელი მოქმედებს კანონის მიღმა. ცალკეული პირები მოქმედებდნენ თითქოს თვითნებურად და ბრძანების გარეშე, მაშინ სად იყო პასუხისმგებელი პირი, ან მინისტრი ან მინისტრის მოადგილე. ადგილზე მყოფი ხელმძღვანელი პირები, რატომ არ შეაჩერეს ეს პროცესი,“-განაცხდა ეკა ბესელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები