19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
გამოძიების შემდგომ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე - მმართველი გუნდი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე გახარიას პასუხისმეგლობას ვერ ხედავს

20 ივნისის სისხლიან ღამეზე მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას კვლავ ვერ ხედავს. ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ცალკეულ გადაცდომებზე, რის შედეგადაც კონკრეტულ პირებს უკვე შეუჩერდათ უფლებამოსილება. 

„თუ კი ჩნდება კითხვები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია და ნებადართულია, რომ კონკრეტულ პირებს დროებით შეუჩერდეთ უფლებამოსილება. ერთ შემთხვევაში პოლიტიკოსების გამოძახება ხდება, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით და მეორემხრივ მიმდინარეობს პროცესი, სამართალდამცავ ორგანოში კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ან ხდება უფლებამოსილების შეჩერება, გამოძიების დაწყება. ეს არის ორი ერთმანეთთან პარალელურად წარმართული პროცესი,“-განაცხადა ანდრი ოხანაშვილმა.

რატომ არ ტოვებს აღნიშნული გამოძიების პარალელურად თანამდებობას შს მინისტრი - უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა სწორედ ამ გამოძიების ეფექტურად და გამჭირვალედ ჩატარებაზე აქვს აღებული.

„ამ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა აღებული, მისი უწყების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებზე. დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება უნდა წარიმართოს ეფექტიანად, გამჭირვალედ და დროულად. რა შედეგებიც დაიდება, ამის შემდგომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ შემდგომ საკითხებზე,“-განაცხადა ანდრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უფკებამოსილება დროებით შეუჩერდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ყაყიჩაშვილს. ეს სწორედ ის სპეცრაზმელია, რომელიც დემონსტრანტების მტკიცებით, 20 ივნისის აქციის დროს განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყაყიჩაშვილი გათავისუფლებული არ არის და მას უფლებამოსილება მხოლოდ დროებით, გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები