19 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
მოსკოვში უკვირთ, რომ ქართველი ახალგაზრდები დგანან დასავლურ კურსზე, ამიტომ სასოწარკვეთით ეძებს ამის შეჩერების გზებს - ბრაიზა რუსულ სანქციებზე საუბრობს

"მოსკოვში უკვირთ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებმაც რუსული ენა არ იციან მედგრად დგანან პროდასავლურ კურსზე,"-აცხადებს მეთიუ ბრაიზა და აღნიშნავს, რომ რუსეთი ამ პროცესში სასოწარკვეთილია, ეძებს გზებს, რომლითაც ამ პროტესტს შეაჩერებს. 

სახელმწიფო მდივნის ყოფილი ასისტენტის თქმით, რუსეთის ეკონომიკური ემბარგოთი და ფრენების აკრძალვით საქართველოს დასავლურ კურსს ვერ შეაჩერებს, რადგან მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს ნატოში შესვლა.

"როდესაც დიპლომატი ვიყავი, ჩემს კოლეგებს თვალს ვერ ვუსწორებდი, როდესაც კრიზის დროს ამბობდნენ, რომ დიალოგი საჭირო იყო. ამ დროს მხარეს ირჩევ. როდესაც არჩევანს ნეიტრალიტეტზე აკეთებ, დგები აგრესორის მხარეს.

გეოგრაფიას ვერ შეცვლი, საქართველო ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა უზარმაზარი რუსეთის გვერდით. ნორმალურია, როდესაც მოსაზღვრე ქვეყნებს შორის სავაჭრო ან კომერციული ურთიერთობები არსებობს, მაგრამ უფრო ღრმა კავშირები, ჩემი აზრით, შეუძლებელია, იმ მიზეზით, რომ მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.

"რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლო განცხადებები აჩვენებს, რომ ვერაფერს ხდება ის საქართველოსთან. მოსკოვში უკვირთ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებმაც რუსული ენა არ იციან მედგრად დგანან პროდასავლურ კურსზე. ამიტომ სასოწარკვეთით ეძებს რუსეთი რაღაც გზებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს,მაგრამ ეს არასოდეს გამოუვა, რადგან საზოგადოების 80%-ზე მეტს კვლავ ნატოში გაწევრიანება სურს. ხალხი უვიზოდ მიდის ევროპაში, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს ამის დათმობას.

"რუსეთი იყენებს ძველ მეთოდებს, რამდენიმე წლის წინ რუსეთმა დაუწესა ღვინის ემბარგო და მიმოსვლაც შეზღუდვა, მაგრამ ქართულმა ღვინომ ახალი ბაზრები იპოვა. რაც შეეხება ფრენებს, არ მგონია ბევრ ქართველს აღელვებს, რომ რუსული ავიაკომპანიები ვერ იფრენენ, ვისაც აღელვებს ბიზნესის წარმომადგენელია,"-ამბობს ბრაიზა.

ბრაიზა ასევე გამოეხმაურა გრიგორი კარასინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ჟენევის მოლაპრაკების შემთხვევაში ერთადერთ გზად რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა საომარი მოქმედებები დაასახელა. ბრაიზა კარასინის ამ განცხადებას სასაცილოს  და ტრადიციულ რუსულ მუქარას უწოდებს. 

"კარასინის განცხადება ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ სასაცილოა, რატომ იქნება ერთადერთი გზა  ომის განახლება თუ ჟენევის პროცესი არ იარსებებს, ეს მოხდება თუ რუსეთი ომს აირჩევს, ეს მის ხელშია. გარდა ამისა, მისი განცხადება ტრადიციული რუსული ტაქტიკაა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპელების შეშინებას,"-განაცხადა მეთიუ ბრაიზამ "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები