19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს მაპი, თუ ასე არ მოხდა, მხდალი გადაწყვეტილება იქნება - მეთიუ ბრაიზა

საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს მაპი - მეთიუ ბრაიზა „კურიერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება შეცდომა იყო.

როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე აცხადებს, თუ მომავალ სამიტზე საქართველოს მაპს არ მისცემენ, ეს მოკავშირე ქვეყნების მხდალი გადაწყვეტილება იქნება.

"ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება შეცდომა იყო, ვიცი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მაშინ ბევრს მუშაობდა, რომ საქართველოს მაპი მიეღო, მაგრამ სხვა მოკავშირეებმა დაბლოკეს. ეს ჰგავდა ხარების ბრძოლისას წითელი ნაჭრის აფრიალებას ფაქტობრივად პუტინს ამით უთხრეს, რომ იმოქმედოს, რადგან საქართველო და უკრაინა ნატოს წევრობას აპირებენ, რაც მისი სტრატეგიული კოშმარი იქნებოდა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა მას ცოტა დრო ჰქონდა, მიეცა შესაძლებლობა და გამოიყენა.

"ახლა რა უნდა მოხდეს - ვფიქრობ, საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს მაპი, თუ საქართველო არ მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს, ეს იქნება მხდალი პოლიტიკური გადაწყვეტილება,“-აცხადებს მეთიუ ბრაიზა "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

დღის ამბები