დარწმუნებული ვარ, ახალი თავმჯდომარე შეცვლის კობახიძის დატოვებულ მძიმე მემკვიდრეობას - ეკა ბესელია დახურულ კარს მიღმა პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. პარტია "სამართლიანობისთვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძესთან ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხები განიხილეს.
"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, საარჩევნო ცვლილებები კონსტიტუციაში და კონსტიტუციურ ცვლილებებს უნდა მოჰყვეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მსჯელობა უნდა გაგრძელდეს გაუნაწილებელი მანდატების, სარეკლამო დროისა და პარტიების დაფინანსებისა საკითხზე.
დავუჭერთ ამ ცვლილებებს მხარს იმდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ამ სისტემაზე გადასვლა,“-აცხადებს ეკა ბესელია.