გამოკითხვა მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით - 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიას შემდეგ პროკურატურაში გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და ირაკლი ოქრუაშვილი დაიბარეს. ოპოზიციის ლიდერები საკუთრ უფლებას იყენებენ და საგამოძიებო უწყებისთვის ჩვენების მიცემას მხოლოდ სასამართლოში თანხმდებიან.
ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლება საკუთარი დანაშაულის გადაფარვას ცდილობს და სურს, რომ თბილისის მთავარ გამზირზე მოწყობილ სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა მოიხსნას.
ოპოზიციის წევრები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, დააპატიმრონ, თუმცა ქვეყნიდან გაქცევას არავინ აპირებს. მათი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია გადაარჩინოს და ამიტომ ოპონენტების დევნაზეა გადასული.
ამ ეტაპზე თბილისში არ იმყოფება ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი წასვლამდე საგამოძიებო უწყებას რამდენჯერმე შეეხმიანა. 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან ირაკლი ოქრუაშვილიც იმყოფებოდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ბრალდებულის სტატუსით მოუწიოს დაბრუნება.
გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ორი მუხლით აწარმოებს - ძალადობით მასობრივი არეულობის მოწყობა, მასში მონაწილეობა, დაგეგმვა და ამბოხება სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.