19 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე - წელს ზეიმი განსხვავებულია, აღლუმით და მძიმე ტექნიკით

ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით წელს ზეიმი განსხვავებულია - აღლუმით და მძიმე ტექნიკით, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში დილიდან გამოჩნდა.

ტანკები ლინკოლნის მემორიალთან ჯერ კიდევ გუშინ მიიყვანეს. მართალია, ისინი არ ივლიან და მხოლოდ იდგებიან, თუმცა გადაიფრენენ F-35 სამხედრო თვითმფრინავები. პრეზიდენტმა ამ ღონისძიებას Salute to America უწოდა და მის იდეას ჰყავს, როგორც მტკიცე მხარდამჭერები, ასევე კატეგორიული მოწინააღმდეგეები.

სოციალურ ქსელებში დონალდ ტრამპის 4 ივლისის ღონისძიების ბოიკოტის მოწოდებით კამპანია დაიწყო. ერთ-ერთი პრეტენზია ისიც არის, რომ სამხედრო ტექნიკის დეკორაციად გამოყენება ბიუჯეტს ძვირი დაუჯდება. პრეზიდენტმა ამის საპასუხოდ Twiter-ში დაწერა, რომ ღონისძიება ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე მისი ღირებულებაა.

პრეზიდენტის სიტყვის მოსასმენად ლინკოლნის მემორიალთან ბევრი სტუმარია მიწვეული, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის დონორები, ასევე სამხედროები და მათი ოჯახის წევრები.

ქოუდფინქის აქტივისტების თქმით, ეროვნულ მოლზე მილიტარიზებული წითელ მოედანის და ფხენიანის შეგრძნებაა.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი სხვა დანარჩენი ღონისძიებები კი ვაშინგტონში ჩვეულებრივად ტარდება. კონსტიტუციის გამზირზე დაიწყო აღლუმი, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.

4 ივლისის აღნიშვნა, ტრადიციულად, კაპიტოლიუმთან კონცერტით და ფეიერვერკებით დასრულდება. ლინკოლნის მემორიალთან ზეიმის დასრულებისთანავე ქალაქში დაგეგმილია საპროტესტო აქციაც.

დღის ამბები