19 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
რატომ დატოვა მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა - კულტურისა და განათლების მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილის განმარტება

კულტურისა და განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვების შემდეგ მიხეილ გიორგაძემ მედიასთან ისაუბრა. მან იმ ინფორმაციაზე, რომელიც მის მიერ მთავრობის დატოვების მიზეზების შესახებ ვრცელდება, კომენტარი გააკეთა. 

არსებობს რამდენიმე ვერსია, მათ შორის ერთი წიგნის სახლის გარშემო დაწყებულ პროცესებს და მწერალთა ამბოხს უკავშირდება. მეორე ვერსიით კი, გიორგაძეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში კულტურის სფეროს წარმომადგენლების აქტიურობა არ აპატიეს.

მიხეილ გიორგაძე ამ ორ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს. მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პირადად მიიღო და ამის შესახებ კულტურისა და განათლების მინისტრთან კონსულტაციები ჰქონდა.

„ეს არც ერთ კონკრეტულ და მით უმეტეს, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენას ნამდვილად არ ებმება და არ გამომდინარეობს მაქედან, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მინისტრთან პირველ რიგში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მქონდა. ძალიან ახლო მომავალში გამოჩნდება, რომ საფუძველი ასეთ, პირდაპირ ვიძახი, არაჯანსაღ აჟიოტაჟს და აღშფოთებას და იმ ბრალდებებს, რაც გაისმის, სრულიად აბსურდული, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საფუძველი არ ჰქონდა და მე მგონია, რომ გარკვეული მოლოდინი წმინდა ემოციურად და ადამიანურად შეიძლება, გამიჩნდეს კონკრეტული ადამიანების მხრიდან ბოდიშის მოხდისას,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები