19 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
არანაირი შორს მიმავალი გეგმები არ არსებობდა, ეს არის ოპოზიციის შევიწროების მცდელობა - ოპოზიცია  ბრალდებებს სისულელეს უწოდებს

"ეს არის ჭიკაიძის საბურავებზე უფრო დიდი სისულელე," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მმართველი გუნდის ბრალდებებზე საპასუხოდ. გოცირიძე ამბობს, რომ 20 ივნისს არანაირი გადატრიალება და რევოლუციური სცენარი არ იგეგმებოდა. მისი თქმით, ეს იყო პოლიტიკური განაცხადი ადამიანებისა, რომლებსაც არ უნდოდათ ამ დარბაზში ეხილათ პარლამენტის თავმჯდომარე იმ სავარძელში, რომელიც სერგეი გავრილოვს დაუთმო.

სალომე სამადაშვილის განცხადებით კი 20 ივნისს აქცია სპონტანურად დაიწყო და არანაირი შორს მიმავალი გეგმა არ არსებობდა.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი„უკვე ისე გაიხლართა საკუთარი ტყუილების ლაბირინთში უკან გამოსასვლელ გზას ვეღარ პოულობენ. პიკეტირება პარლამენტის დარბაზში დაიწყო ერთადერთი მოთხოვნით ეს იყო ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვება. ამ მოთხოვნით გრძელდებოდა მშვიდობიანი პიკეტირება პარლამენტის სხდომათა დარბაზის.

არ ვიცი სხვა შორსმიმავალ გეგმებზე, ვფიქრობ არავისთვის არის ცნობილი, გარდა ივანიშვილის პიარ მრჩევლებისა, რომლებიც ყოველდღე ახალ ტყუილებს იგონებენ, იმიტომ რომ აარიდონ პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ და გახარიას, 20 ივნისის მოვლენების გამოყენებას ქართული ოცნება გეგმავს ერთადერთი მიზნით,ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროება და სამართლებრივი დევნა. ეს არის დაანონსებული რეპრესიული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში,"-ამბობს სამადაშვილი.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს ხელი დააფაროს შს მინისტრს, გიორგი გახარიას. 

აკაკი ბობოხიძის თქმით, საზოგადოებას ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა და ეს ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო. 

აკაკი ბობოხიძე-ის სურათის შედეგი„ქართული ოცნება“ რაც უფრო მეტად დაამძიმებს ბრალდებებს, მით მეტად გაიხლართება,რადგან სერიოზულ ბრალდებებს სერიოზული მტკიცებულებები დასჭირდება და ეს სერიოზული მტკიცებულებები არ არსებობს. რადგან ბუნებაში არ არსებობს ჯგუფი, რომელიც ცდილობდა ან ფიქრობდა იმას, რაზეც „ქართული ოცნება“ და მისი პროკურატურა ლაპარაკობს,“-ამბობს აკაკი ბობოხიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები