19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
"ქართული ოცნება" პროვოკატორს ემსგავსება - ჭიჭინაძე ამბობს, რომ გადატრიალების ბრალდება დასაცინია

"ღმერთმა დაიფაროს და ამ ქვეყანაში ვიღაცამ მართლა რომ გადაწყვიტოს ეგეთი რამ, არავინ აღარავის არაფერს დაუჯერებს," - ასე აფასებს „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დავით ჭიჭინაძე თანაგუნდელების ბრალდებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია გადატრიალებას აპირებდა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის არგუმენტები, რომ ოპოზიცია რევოლუციური სცენარის განვითარებას ცდილობდა, სასაცილოა. ჭიჭინაძე ურჩევს მმართველ გუნდს ნუ იქცევიან პროვოკატორად.

„ესეთი სცენარების დაწერა არ მგონია "ქართულ ოცნებას" სიკეთეს მოუტანს, ყველაფრის პაროდირება არ შეიძლება. ამბოხი არ შეიძლება გახადო დასაცინი საქმე. ამბოხის ხალხს უნდა სჯეროდეს და როცა ასეთ ვერსიებს ავრცელებს ვფიქრობ დასაცინს გახდი.  ღმერთმა დაიფაროს და ამ ქვეყანაში ვიღაცამ მართლა რომ გადაწყვიტოს ეგეთი რამ, არავინ აღარავის არაფერს დაუჯერებს.

"მახსოვს ყოველი არჩევნების წინ განცხადებები, რომ ქვეყანაში რევოლუციაა, გადატრიალებაა, ეს მზადდებოდა, ამას ხელს უწყობდა სააკაშვილის განცხადებები, მაგრამ მე მაშინ უმრავლესობის წევრი ვიყავი, ბევრი კითხვები არსებობდა და  არასოდეს პასუხები არ იყო ვინ გეგმავდა და რას გეგმავდა, ვფიქრობ ჯობს გამოვიდეს "ქართული ოცნება" ამ ილუზიიდან, ნუ ემსგავსებიან პროვოკატორებს,“-ამბობს ჭიჭინაძე.

დღის ამბები