19 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ხმაური ზუგდიდის საკრებულოში - ოპოზიციის წევრების მიერ სხდომის დატოვებას, დამსწრე საზოგადოება აპლოდისმენტებით გამოეხმაურა

ხმაური ზუგდიდის საკრებულოში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სხდომა „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან აგრესიის გამო დატოვეს. ოპოზიციის წევრებმა 20 ივნისის ღამის ძალადობა დაგმეს, რამაც უმრავლესობის გაღიზიანება გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ სხდომის დატოვებას დამსწრე საზოგადოების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა.

ოპოზიციის წევრების განმარტებით, როდესაც მმართველ გუნდს რაიმე საკითხის ხმაურით გადაფარვა უნდა,  სხდომაზე აიპი-ს თანამშრომლები მოჰყავთ და მათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად ასაღებენ. ოპოზიციის თქმით, ეს ადამიანები აიპი-ში სწორედ ასეთი დავალებების შესასრულებლად ჰყავთ გაფორმებული.

 „რამდენიმე პიროვნება, რომლებიც ჩვენი საკრებულოს წევრები არიან სამწუხაროდ, მუდმივად მომართული არიან იმისათვის, რომ არავის არ გააკეთებინონ პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები არ მიაცემინონ იმ საკითხებს, რაც ხდება დღეს. ფაქტი სახეზეა, როდესაც მათ სჭირდებათ რაიმე საკითხის ხმაურით გადაფარვა მუდმივად გვყავს დამსწრე საზოგადოება, რომლებიც არიან აიპი-ს თანამშრომლები ჩვეულებრივი და ხელფასს ღებულობენ დღევანდელი მთავრობიდან,“- განაცხადა " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პაატა ადამიამ.

დღის ამბები