19 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
"ჯიპების აუცილებლობას ვერ ვხედავ" - კახა კალაძე

"ჯიპების აუცილებლობას ვერ ვხედავ,“ - ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მედიის წარმომადგენლებმა კახა კალაძეს შეკითხვა ახალ ტენდერთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელიც ხელისუფლებამ 3 ივლისს გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, მთავრობა მზად არის, 135 მანქანაში 9 მილიონი ლარი გადაიხადოს.

კახა კალაძე ამბობს, რომ ტენდერის დეტალები მისთვის ცნობილი არ არის, თუმცა დედაქალაქის მერი ჯიპების გამოყენებას არ მიესალმება.

„ზოგადად, რამდენად აუცილებელია, იმასაც ვერ გეტყვით, მე მგონი, ჯიპების აუცილებლობას მე ვერ ვხედავ პირადად,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები