19 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
„ქართული ოცნების“ მთავრობა 9 მილიონს 135 ჯიპის შესაძენად გადაიხდის

„ქართული ოცნების“ მთავრობა უახლოეს პერიოდში 9 მილიონს 135 ჯიპის შესაძენად გადაიხდის. 3 ივლისს გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით, ავტომობილი საუკეთესო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ჯიპი უნდა იყოს 2019 წელს გამოშვებული, სულ ახალი და უნაკლო. არის კიდევ ერთი მკაცრი მოთხოვნა - მანქანა შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერი, შავის გარდა.

უკვე ცნობილია, რომ ავტომობილები რეგიონებში წავა და სიპების და აიპების ხელმძღვანელ პირებს დაურიგდებათ. შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მანქანები მაღალი თანამდებობის პირებისთვის არ გამოიყოფა. დადგენილების მიხედვით, რომელიც 2014 წელს მიიღეს, მე-3 კლასის ავტომობილები, რაშიც მთავრობა მზად არის, 70 000 გადაიხადოს განკუთვნილია რეგიონული ხელმძღვანელებისთვის, სიპების, აიპების ხელმძღვანელი ან მათთან გათანაბრებული პირებისთვის. ავტომობილებს 44 სხვადასხვა უწყებას გადასცემენ.

კახა კალაძე ჯიპების აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა ხელისუფლების მიდგომები სრულიად საპირისპიროზე მიუთითებს. ასობით მილიონი „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ავტომობილების შესაძენად უკვე დახარჯა.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ტენდენცია გრძელდება და ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ხელისუფლებისთვის ბარიერი ვერც წელს გახდა.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები