19 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
ეს იყო თავისუფალი ადამიანების ამბოხი კონფორმიზმის წინააღმდეგ - ნინო გოგუაძე

„დიახ, ეს იყო ამბოხი, ოღონდ არა ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, არამედ ეს იყო თავისუფალი ადამიანების ამბოხი კონფორმიზმის წინააღმდეგ, მედროვეობის წინააღმდეგ, მონობის წინააღმდეგ,“ - ასე მიმართა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ნინო გოგუაძემ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

ნინო გოგუაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა.

„გახარია უნდა გადადგეს და ისი აუცილებლად გადადგება, რადგან რაც არ უნდა მოიგონონ, რაც არ უნდა შეთხზან, ვერ გაამართლებენ იმ სისასტიკეს, რომელიც 20 ივნისს ამ ხელისუფლებამ აქ, რუსთაველზე ჩაიდინა. ჩვენ არსად გვეჩქარება, ერთადერთი რაც მოგვეწონა, მათ თქვეს, რომ ეს იყო ამბოხი. დიახ, ეს იყო ამბოხი, ოღონდ არა ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, არამედ ეს იყო თავისუფალი ადამიანების ამბოხი კონფორმიზმის წინააღმდეგ, მედროვეობის წინაააღმდეგ, მონობის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები