„რუსეთი ოკუპანტია, ეს ყველამ იცის,“ - ასე მიმართა „კურიერის“ ჟურნალისტმა თამარ ნუცუბიძემ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა.
თამარ ნუცუბიძემ ამ სიტყვებით ლეონიდ სლუცკის მას შემდეგ მიმართა, რაც ლუქსემბურგში რუსული დელეგაციის წარმომადგენელმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა და მწვავე განცხადებები გააკეთა.
ლეონიდ სლუცკიმ აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკოსების ნაწილს არ მიაჩნია, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებულია.
ლუქსემბურგში მყოფი რუსული დელეგაციის წევრები განსაკუთრებულად აგრესიულები არიან. გარდა ოკუპაციის არაღიარებისა, ისინი ამბობენ, რომ ის, რაც გავრილოვის პარლამენტში მისვლას მოჰყვა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.