19 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
ანტისაოკუპაციო აქციების პარალელურად რუსული ბიზნესელიტა თბილისში ყოფილი ოლიგარქის დაბადების დღეს ზეიმობდა

„კურიერმა“  მთაწმინდის პარკში ექსკლუზიური კადრები გადაიღო, სადაც ჩანს, რომ ვიდრე ხალხი რუსთაველზე ოკუპაციას აპროტესტებდა, რუსული ბიზნესელიტა თბილისში ყოფილი ოლიგარქის შალვა ჩიგინინსკის დაბადების დღეს ზეიმობდა. სპეცსტუმრები მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდნენ.

რუსეთის ბიზნესელიტის ზეიმი თბილისში ანტისაოკუპაციო აქციების და 20 ივნისის სისხლიანი ღამის ფონზე რუსულ მედიასაც კი გაუკვირდა. პრესა ინტერესდებოდა, როგორ აღმოჩნდა ჩიგირინსკი და მისი ძმა, მასკვა სითის მშენებელი თბილისში. შალვა ჩიგირინსკის სახელი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება. 2016 წელს ის არასრუწლოვნებთან სექსუალური კავშირის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავეს. თუმცა საოკუპაციო რეჟიმების მხარდამჭერი იური ლუჟოვის მეგობრისთვის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა პრობლემა არ ყოფილა.

ჩიგირნკის იუბილეზე შეკრებილი რუსული ბომონდისთვის, ოკუპაციის შესახებ შეხსნება მხოლოდ ბუბა კიკაბიძემ გაბედა, რომელმაც სცენიდან იმ ახალგაზრდებზე ისაუბრა, ვინც რუსთაველზე რუსულ ოკუპაციას და გავრილოვის სისხლიან ღამეს აპროტესტებს.

"კურიერის" ინფორმაციით, შალვა ჩიგინსკისთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შემოუშვა და მთაწმინდაზე ზეიმს ესწრებოდა შალვა ბრეუსი, რომელიც 2010 წელს ავსტრიის პროკურატურის ანგარიშშიც მოხვდა. ასლან აბაშიძისა და გენერალ ლებედის მეგობარი ბრეუსი კრასნოირასკის გუბერნატორის საარჩვენო კამპანიას ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით ის ვიცეგუბერნატორადაც დაინიშნა.

რუსმა პრანკერმა რუსთაველზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის ფონზე „რაშა თუდეის“ მაისურით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მის ფოტოს სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინთან დაახლოვებული "რაშა თუდეის" მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი აზიარებს. ორდღიანი ძებნის შემდეგ „კურიერმა“ ალექსეი სტოლიაროვი  აბანოთუბნის ერთ-ერთ კაფეში იპოვა. კამერის გამოჩენა მისთვის სრული მოულოდნელობა იყო, რადგან მანამდე მხოლოდ სკაიპით კავშირზე დაგვთანხმდა.

რუსეთის ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი გამოცემა "მედუზა" წერს, რომ ალექსეი სტოლიაროვი ყოველთვის კრემლის თამაშს თამაშობს, ხშირად პრანკავს იმ დასავლელ პოლიტიკოსებს, რომელებსაც პუტინთან ურთიერთობა ეძაბებათ და პრანკერ სტოლიაროვისთვის ყოველთვის ღიაა რუსეთის სამთავრობო მედიის კარი. პირველი რაც სტოლიაროვს ვკითხეთ, როგორ შემოვიდა საქართველოში, ამბობს, რომ აეროპორტში ერთი წუთი არ დასჭირდა და მისთვის კითხვაც კი არ დაუსვამთ.

სტოლიაროვი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტურისტული ვიზიტით ჩამოვიდა, თუმცა თბილისის დათვალიერების ნაცვლად დგინდება, რომ ანტისაოკუპაციო აქციებს რუსთაველზე მუდმივად აკვირდება, იღებს ვიდეოკადრებს, აქციის მონაწილეებს კი ერთადერთ კითხვას უსვამს, ის ოკუპანტია თუ სტუმარი.

რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე პრანკერს, რომელიც აქციის მონაწილეების ვიდეომასალას იღებს და თბილისში უპრობლემოდ გადაადგილდება, ერთი გზავნილი აქვს, ხალხი საქართველოში არ ფიქრობს, რომ რუსეთი ოკუპანტია.

რუს პრანკერზე ბრიტანული „გარდიანი“ წერს, რომ არსებობს ეჭვი მისი, კრემლის და რუსული სპეცსამსახურების კავშირების შესახებ. თავად სტოლიაროვი ამ შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს, ასევე არ სურს საუბარი რუსულ ოკუპაციაზე.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან ახლო კავშირში მყოფი მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია ქვეყანაში დაუბრკოლებლად ერთადერთი მოტივით უშვებს, რომ მოსკოვს თავიანთი მორჩილება აჩვენონ. 

 

ავტორი: ქეთი სობონი. 

დღის ამბები