19 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
მიხეილ გიორგაძის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე კულტურისა და განათლების მინისტრი საუბრობს

კულტურისა და განათლების მინისტრის მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე მინისტრი საუბრობს. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მიხეილ გიორგაძემ პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. ბატიაშვილის განცხადებით, გიორგაძე კერძო სექტორში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. 

“მიხეილ გიორგაძემ, ჩემმა პირველმა მოადგილემ მიიღო თვითონ ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მე მგონია, პატივი უნდა ვცეთ, თან კონკრეტული გეგმებიც აქვს, თვითონვე განაცხადა, რომ კერძო სექტორში მიდის, ანუ სახელმწიფო სამსახურში არ რჩება. ახლა ყველაზე მთავარი რაც არის, ამ კულტურის სფეროში აქტიურად ვმუშაობთ, გუშინ საღამოსაც და დღესაც რამდენიმე შეხვედრა მქონდა, ახლა მთავარი რაც არის, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია, დავდოთ კონკრეტული გეგმა რეფორმების, როგორც განათლების მიმართულებით არის, იგივე კულტურის მიმართულებით, რადგან ამ სფეროს მართლაც სჭირდება დახმარება. მეც და მთელი გუნდი, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას," - განაცხადა გიორგაძემ. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე ხომ არ განიხილება გიორგაძის შემცვლელად ანსამბლ „ბასიანის“ დირექტორი, გიორგი დონაძე, მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კანდიდატურებზე მსჯელობა არ მიმდინარეობს.

„ეს შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ მიდის, იმიტომ რომ ჯერ ხედვა უნდა ჩამოვაყალიბოთ და თავისთავად მერე გვექნება კონსულტაციები, ამიტომ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ კანდიდატზე ამ წუთას არ მიდის ლაპარაკი” - განაცხადა ბატიაშვილმა.

დღის ამბები