19 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
პოლიციელები ჩემს მოსყიდვას ცდილობდნენ - მოწმე ამტკიცებს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ 50 ათას დაპირდნენ

20 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილე, სოსო სამუკაშვილი „რუსთავი 2-ში" 3 ივლისის მოვიდა. „კურიერის“ ჟურნალისტებთან შეხვედრა ითხოვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვის სკანდალური დეტალები გვიამბო. სოსო სამუკაშვილი დარბევის ღამეს დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. მას შემდეგ, რაც ხუთდღიანი პატიმრობა მოიხადა, დაკითხვაზე დაიბარეს. ამტკიცებს, რომ პირდაპირ მოსთხოვეს ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. სამუკაშვილის თქმით, თუ კი ის იტყოდა, რომ მელია სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა და არსებობდა პარლამენტში შეჭრის გეგმა, მაშინ ის სამსახურს და დიდ ფულად ჯილდოს მიიღებდა.

სოსო სამუკაშვილის ჩვენებას მელიას წინააღმდეგ ოქროს ფასი აქვს. სამუკაშვილი უკრაინაში ცხოვრობდა. ოდესაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდა, აქციაზე თბილისშიც უკრაინის დროშით იდგა. ამიტომ სწორედ ასეთი ადამიანის ჩვენება სჭირდებათ სამართალდამცველებს ნიკა მელიას წინააღდეგ.

სოსო სამუკაშვილის განცხადებით, დაკითხვა, სადაც მას ნიკა მელიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. მან არ იცის, საერთოდ რა სტატუსით იყო მიყვანილი სამინისტროს შენობაში. ვერ ცნობს იმ ადამიანებსაც, ვინც დაკითხვას აწარმოებდა, თუმცა კარგად დაინახა, რომ კაბინეტი, სადაც შეიყვანეს, კრიმინალური პოლიციის უფროსს ეკუთვნოდა.

სოსო სამუკაშვილი ამბობს, რომ მაღალჩინოსნის კაბინეტიდან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად მოსაფიქრებლად ორი დღის მოთხოვნა ჩათვალა. ის დროებით გამოუშვეს და უთხრეს, რომ ხაზზე ყოფილიყო. სამუკაშვილმა მომხდარის გახმაურება გადაწყვიტა, თუმცა „კურიერს“ სთხოვა, რომ ქვეყნის დატოვებამდე მასალა ეთერში არ გაეშვა. ორ დღეში კი ჟურნალისტებს დაუკავშირდა და კონსპირაციულ ბინაში მისვლა სთხოვა, სადაც იმალებოდა. დახმარებას აქციის მონაწილეს მოძრაობა „ერთად სახლშის" წევრები უწევდნენ.

სახლიდან მხოლოდ საბუთების გამოტანა მოასწრო. ახლა ამ საბუთებით ამერიკის საელჩოში თავშესაფრის სათხოვნელად მიდის. აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, ის ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა ისევ წაიყვანეს, ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და იმ ტექსტის დაზეპირება მოსთხოვეს, რომელიც მელიას წინააღმდეგ ჩვენებად უნდა გამოეყენებინათ.

სოსო სამუკაშვილი დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამართალდამცველები საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებასაც კი არ აძლევდნენ.

"იმდენ ცინიზმს იჩენდნენ, ტუალეტში არ გაგვიშვეს და ამ ბიჭს ჩააფსმევინეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით", - სოსო სამიკაშვილი.

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს აქციის მონაწილე მომდევნო კვირას შეხვდება, აპირებს ვრცლად უამბობს მათ იმ არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რომელშიც პოლიციამ დაკავებულები ამყოფა.

სოსო სამუკაშვილი ვარაუდობს, რომ ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, მასზე რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყება და შესაძლოა, დააკავონ.

დღის ამბები