„20 ივნისი თქვენ დაამსგავსეთ 9 აპრილს“, - ეს სიტყვები წარმოთქვა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა, ბესიკ თამლიანმა სასამართლო დარბაზში. მის განცხადებას დარბაზში ტაში მოჰყვა.
ბესიკ თამლიანი ერთ-ერთია იმ დაკავებულებს შორის, რომლებსაც გამოძიება პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობას ედავება.
ბესიკ თამლიანი და მასთან ერთად დაკავებული სამი მომიტინგეც თავს უდანაშაულოდ ცნობს. პოეტმა ზურაბ ბუდაღაშვილმა ადვოკატის აყვანაზე უარი თქვა.
ბრალდების მხარე მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, მათ გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.