19 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
დღეს თუ ვინმე საქართველოს ამბოხს უწყობს, ეს ბიძინა ივანიშვილის მთავრობაა - ბექა ბასილაია

„დღეს თუ ვინმე საქართველოს ამბოხს უწყობს, ეს ბიძინა ივანიშვილის მთავრობაა,“ - ეს განცხადება მოშიმშილე, იურისტმა, ბექა ბასილაიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

შეკრებილებს სიტყვით ბასილაიამ მიმართა, რომელიც მე-12 დღეა, შიმშილობს. ბასილაიას თქმით, მომიტინგეები არ დაიღლებიან და არ დაიშლებიან მანამ, სანამ მთავარ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ - გადადგეს შს მინისტრი.

„ჩვენი მთავრობა ბოლომდე შიშველია, ერთი დღით ადრე, რასაც კრემლი აანონსებს, მეორე დღეს, სამარცხვინო პროკურატურა, მინისტრთა კაბინეტი, უსიტყვოდ ასრულებს ამას. ისინი საუბრობენ ამბოხზე, ისინი საუბრობენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, დღეს თუ ვინმე საქართველოს ამბოხს უწყობს, ეს ბიძინა ივანიშვილის მთავრობაა, დღეს თუ ვინმე საქართველოს თავისუფლებას იცავს, ეს თქვენ ხართ და მადლობა თქვენ ყველას ამისთვის,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მან ასევე, მიმართა გუშინ პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობის ბრალდებით დაკავებულების ოჯახის წევრებს. ბასილაიას თქმით, ისინი ამ ადამიანებს მხარში უდგანან და სოლიდარობას უცხადებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები