19 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
„ლეტალური იარაღის აქციაზე გამოყენება დანაშაულის დასრულებული შემადგენლობაა შს მინისტრისთვის" - ნიკა გვარამია

„ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ აბსოლუტურად ყველა, დაწერილი თუ დაუწერელი კანონის მუხედავად, პოლიციელები უნდა მდგარიყვნენ გარე ან შიდა პერიმეტრზე, ეს ადმინისტრაციული აქტი ჩვენ არ გვინახავს,“ - ეს გაცხადება  სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ "არჩევანში" გააკეთა.

ნიკა გვარამიას თქმით, სპეცრაზმის გარეთ გამოყვანა არ შეიძლებოდა და ყველა წესი დაირღვა.

„საერთოდ არანაირი ადმინისტრაციული აქტი არ გვინახავს, არც სიტყვიერი ბრძანების დაოქმება არ გვინახავს. 26 მაისს რისთვისაც გაასამართლეს ვანო მერაბიშვილი, ჩამოწერილი დეტალური გეგმა, რომ არსად კი არ ფიგურირებდა, მაგრამ მაინც ზედამხედველობა გევალებოდაო, რომ უთხრეს და ციხეში ჩასვეს ამის გამო, ასეთი არც არსებობს.

„პირველი, მე ვსვამ კითხვას, რატომ არ იდგა სპეცრაზმი პერიმეტრის შიგნით, ეს არის აბსოლუტურად კანონზომიერი, მოთხოვნადი და სწორი, იმიტომ, რომ შიგნით უნდა მდგარიყვნენ იმიტომ, რომ იქ არის დიდი ღობე, დიდი ჭიშკარი, რომლის შეღება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუ ვინმე გადახტებოდა, როგორც თბილისის პოლიციაში გადახრა უცნობი, დააპატიმრებდნენ. იქაც შიდა პერიმეტრზე იდგა დაცვა, მიუხედევად ამისა, მაინც ინციდენტები მოხდა. პირიქით, გამოვიდნენ გარეთ და შეუძლებელია, როცა გარეთ დგას სპეცრაზმი და პირდაპირ დისტანციის გარეშე წინ უდგას მომიტინგე, რომელიც გაბრაზებულია, იქ, რომ კონფლიქტი არ მოხდეს, ეს არის შეუძლებელი. ამიტომ, 225-ეს კვალიფიკაციასაც ვერ მისცემს ამ საქმეს ვერავინ.

„ყველა წესი დაირღვა, ვინ გასცა ბრძანება ამ წესის დარღვევასთან დაკავშირებით, რატომ იყვნენ გარეთ რობოკოპები, სპეციალურად ადამიანებისთვის, ასე ვთქვათ, გასაღიაზიანებლად და ამ დაპირისპირებაში შესასვლელად, ეს ჩვენ არ ვიცით. მეორე, რატომ მოხდა გასროლა?.. რამ გამოიწვია გასროლა აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე, ვინ გასცა ამის ბრძანება, ადმინისტრაციული აქტი ხომ უნდა იყოს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, გაზის გაშვების შემდეგ მოსახლეობამ უკან დაიწია, თუმცა სპეცრაზმი პარლამენტის წინ არ წამოსულა.

„გაწეულ ხალს მიაყოლეს უკან რეზინის ტყვიები, ეს რას ნიშნავს, ეს არის არალეგიტიმური გამოყენება, რეზინის ტყვია არ არის ჩვეულებრივი გამოყენების იარაღი, მით უმეტეს ისე თუ იყენებს, როგორც უვიცად ჩვენმა სპეცრაზმმა გამოიყენა, პირდაპირ რომ ესროლა ადამიანებს, პირდაპირ და თან დამიზნებით სახეში. ეს გააკეთა ჟურნალისტებთან დაკავშირებით, პირადად ჩემთან დაკავშირებით, რამდენჯერაც ავედი ტრიბუნაზე, იმდენჯერ გაზი მესროლეს და რეზინის ტყვიები, ამაზე ბრძანება გვაქვს? არ გვაქვს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, ლეტალური კონვენციით აკრძალული იარაღი გამოიყენეს.

"ბრძანება ვინ გასცა, რომ საერთოდ მოიტანეს ეს ტყვიები. ანზორ ჩუბინიძემ რა ბრძანება გასცა, ბიძინა ივანიშივლმა იქიდან რა ბრძანება გასცა, ეს არის გამოძიების დასადგენი და ორივე დასაჭერი იქნება, თუ ბრძანებები გასცეს არაუფლებამოსილმა პირებმა, რამაც მოიტანა მძიმე შედეგი," - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, ამბოხზე დაყებული გამოძიების შედეგი ვერ დადგება. გვარამიას განცხადებით, პარლამენტის წინ აქცია სპონტანურად იყო დაგეგმილი და შეუძლებელია 4 საათში ამბოხის დაგეგმვა.

„ლეტალური იარაღის აქციაზე გამოყენება, რომელიც კონვენციურად არის აკრძალული და კანონმდებლობი არის აკრძალული, დანაშაულის დასრულებული შემადგენლობაა შს მინისტრისთვის, პირველ რიგში,“ - ამბობს ნიკა გვარამია.

ამავე თემაზე
დღის ამბები