19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
ეს ეთერი არ ჩაქრება, გარანტიას ვაძლევ ივანიშვილს - ნიკა გვარამია

„ხელისუფლების შემდეგი დანიშნულების ადგილი არის რუსთავი 2,“ - ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ "არჩევანის" გააკეთა.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ხელისუფლება "რუსთავი 2-ის" ხელში ჩაგდებას კვლავ შეეცდება. გვარამიას თქმით, თუ რა ხერხებით ცდის მმართველი ძალა ამის განხორციელებას, ამის შესახებ დეტალურად უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

„რა თქმა უნდა, შემდეგი დანიშნულების ადგილი ხელისუფლების არის "რუსთავი 2". როგორ, რანაირად, ამას შემდეგი კვირების განმავლობაში ვილაპარაკებ, მაგრამ დანამდვილებით, შემდეგი დანიშნულების ადგილი არის „რუსთავი 2“. გამორიცხულია, ვიომებთ კი არა, ამბოხი კი არა, აი, როგორც დემოკრატიას ცდილობენ, რომ ენა ამოგლიჯონ "რუსთავი 2-ის" დადუმების სახით, ისე ამოვაგლიჯავ ენას ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი მნიშვნელობით. გამორიცხულია, არ არსებობს ეს ეთერი დემოკრატიული ძალებისთვის და ისეთი როგორიც არის, არ ჩაქრება, გამორიცხულია, გარანტიას ვაძლევ მე თვითონ ამ ეთერიდან,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები