19 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
პოლიტიკურ ველს სცდება ახლა ხელისუფლება და მართლა სირცხვილია - მიშა მშვილდაძე

შავი პიარის საშუალებით ჩვენი დისკრედიტაცია ეს აბსოლუტურად გაბანკროტებული პოლიტიკური ძალის გაფართხალებაა - მიშა მშვილდაძე ხელისუფლების მიერ აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე საუბრობს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, აქციები პერმანენტულად გრძელდება და მოსახლეობას ლოგიკური მოთხოვნები აქვს.

„ფაქტია, რომ მე-17 დღეა და დღესაც ხალხმრავალი შეკრება გვქონდა და ბევრი ვიყავით. მცირდება რაოდენობა, ჩვენ ილუზია არ გვქონია, რომ მუდმივად იმდენი ვიქნებოდით, რომ რუსთაველს გადავკეტავდით. არის კიდევ უამრავი ადამიანი, რომლებიც ეკრანებიდან უყურებს პროცესებს.

მოთხოვნები ლოგიკური იყო. ამ მოთხოვნებმა ძალიან ბევრი ფილტრი გაიარა. მოვითხოვეთ უშუალოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირის, გახარიას, გადადგომა“, - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მისი შეფასებით, პოლიციამ დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეები და სწორედ ამ ნაწილში უნდა აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მინდა ვთხოვო, თუ თქვენ თვლით, რომ გახარია უნდა გადადგეს, უთხარით მას ეს, შეეცადეთ გახარია დააბრუნონ არსებულ რეალობასთან“, - მიშა მშვილდაძემ „არჩევანის“ ეთერში 20 ივნისის ღამის შედეგებზე ისაუბრა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები