„ხელისუფლება საოცრად ცდილობს, რომ დაგვყოს ყველა, რომ ჩვენ და ისინი,“ - ეს განცხადება მარიამ გეგუჩაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას "არჩევანში" გააკეთა.
მარიამ გეგუჩიძე 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. გეგუჩაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მომიტინგეებს ეთამაშება.
„იმისა მაგივრად, რომ რამე ეტაპზე ჩვენთვის მართლა მოესმინათ, დღემდე გვეთამაშებიან პოლიტიკურ თამაშებს და ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ ზუსტად იმიტომ, რომ იქ არც პარტია არ გვაინტერესებს, არაფერი არ გვაინტერესებს, ამ პოლიტიკურ თამაშებში არასდროს არ ავყვებით,“ - ამბობს გეგუჩაძე.