20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს მხატვარი, გია ბუღაძე „არჩევანის“ ეთერში ეხმაურება. გია ბუღაძის თქმით, მოსახლეობის აღშფოთება არა ქვეყანაში არსებულმა სიღარიბემ, არამედ რუსი პოლიტიკოსის დანახვამ გამოიწვია.
გია ბუღაძე მოხარულია, რომ ახალგაზრდები აქტიურობენ. მისი თქმით, რუსი ოლიგარქიული ცნობიერებისთვის დამახასიათებელი თვისებაა, რომ დააბინძუროს სხვებიც.
„ფულიანი ადამიანი პოლიტიკაში უბედურებაა, პირდაპირი გაგებით, იმიტომ, რომ რეალურად ის, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის, რომ დაიცვას თავისი საშუალებები,“ - განაცხადა ბუღაძემ.
გია ბუღაძე ამბობს, რომ ქვეყანაში სამაგალითო დასჯა მიმდინარეობს.
"ამის მიღმა დიდ პროვოკაციას ვხედავ, რომელშიც ჩართულია ბიძინა და მთელი ეს კლანი," - განაცხადა ბუღაძემ.