მაქსიმალურად მოვიწადინოთ საზოგადოებამ, რომ დიქტატი დასრულდეს - არჩილ გამზარდია სამოქალაქო პროტესტს ეხმაურება. მისი შეფასებით, პასუხისმგებლობა გახარიამ უნდა აიღოს მიუხედავად იმისა, აქციის დარბევის ბრძანება გასცა მან, თუ არა.
„ხელისუფლების მიზანია, წყვეტა მოახერხოს საზოგადოებაში იმიტომ, რომ ინსტიტუციური განვითარება გვჭირდება. არსებობს პროტესტი, იქ მხოლოდ სიმბოლურად დგას ხალხი. დანარჩენი საზოგადოება ვართ ჩვენც. ჩვენ არ მოგვწონს ხელისუფლება, მაგრამ პროტესტიც არის თანამშრომლობის ფორმა“, - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.