19 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
20 ივნისის მოვლენები და IPSOS-ის გამოკითხვა - 45% ამბობს, რომ გახარიას ადგილზე რომ იყოს, გადადგებოდა

20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა იმის გასაგებად, თუ რა უნდოდა მოსახლეობის უმრავლესობას. თუმცა ამ სატელეფონო კვლევის შედეგები ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია, მონაცემები თავისთვის დაიტოვა.

პარალელური კვლევა "რუსთავი 2"-ის დაკვეთით მსოფლიოში სიდიდით მესამე, უმსხვილესმა კვლევითმა კომპანიამ IPSOS-მა ჩაატარა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით გასაგებია, რატომ დამალა "ქართულ ოცნებამ" საკუთარი კვლევის შედეგები იმისთან დაკავშირებით, თუ რას უჭერს მოსახლეობა მხარს ყველაზე მეტად 20 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში:

68%-ით უპირობოდ ლიდერობს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს არის 20 ივნისის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი. არცერთ კვლევაში აქამდე არასდროს პროპორციულ არჩევნებს ასეთი წონა არ ჰქონია. რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობას აღარ უნდა ხელისუფლებაში არცერთი ერთპიროვნული მმართველი გუნდის დანახვა.

მეორე ადგილზე 53%-ით არის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის შესახებ.

52% მხარს უჭერს რუსი დელეგატების მოქმედებების შედეგად გამოწვეულ დემონსტრაციებს.

45% ემხრობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

30% დადებითად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის რეაქციას ამ მოვლენებზე.

უფრო ნაკლები, 25% მხარს უჭერს მთავრობის საპასუხო ქმედებებს.

კიდევ უფრო ცოტა, მხოლოდ 20% აფასებს დადებითად ბიძინა ივანიშვილის რეაქციებს.

დაახლოებით ამდენივე, 19% 20 ივნისს პოლიციის ქმედებებს ამართლებს.

2% მხარს უჭერს რუსი დელეგატების საქციელს პარლამენტში.

გამოკითხულებს ერთდროულად რამდენიმე პასუხის არჩევა შეეძლოთ, ამიტომ შედეგების ჯამი 100%-ზე მეტია.

გამოკითხვისას მოსახლეობას ასეთი შეკითხვა დაუსვეს: თქვენ რომ ახლა გიორგი გახარიას ადგილზე ყოფილიყავით, როგორ მოიქცეოდით?

თითქმის 45% ამბობს, რომ უპირობოდ, ყოყმანის გარეშე, აუცილებლად გადადგებოდა.
დაახლოებით, 15% აცხადებს, რომ ასე უპირობოდ არა, მაგრამ მაინც გადადგებოდა.
თითქმის 12% ფიქრობს, რომ მაინც არ გადადგებოდა.
ხოლო 13% ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დააგროვებდა პოსტს.
დაახლოებით, 12%-მა არ იცის, როგორ მოიქცეოდა.
3% კი უარს ამბობს პასუხზე.

თუ დავაჯამებთ გადადგომა-არგადადგომის შედეგებს, გამოჩნდება, რომ მოპასუხეთა 60% გიორგი გახარიას ადგილზე, საბოლოოდ, გადადგებოდა; და მხოლოდ 25% შეინარჩუნებდა ადგილს.

ეს სხვაობა კიდევ უფრო დრამატული ხდება, თუ ამ შედეგებს მოვაცილებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც პასუხი ამ კითხვაზე არ აქვთ.

მაშინ გამოდის, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ მოიქცეოდნენ გახარიას ადგილზე, 71% გადადგებოდა და მხოლოდ და მხოლოდ 29% დარჩებოდა მინისტრის თანამდებობაზე.

დღის ამბები