"რუსთავი 2"-ის დაკვეთით უმსხვილესმა კვლევითმა კომპანიამ IPSOS-მა სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა. რესპოდენტებს სხვა კითხვებთან ერთად, პასუხების გაწევა ნიკა მელიას საქმეზეც მოუწიათ.
კითხვაზე: თქვენ რომ ახლა პარლამენტის წევრი ყოფილიყავით, დაუჭერდით თუ არა მხარს ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს?
დაახლოებით 18% ამბობს, რომ აუცილებლად დაუჭერდა მხარს მელიას საწინააღმდეგო პროცესებს. თითქმის, 12% ფიქრობს, რომ ასეთი პრინციპული არ იქნებოდა, მაგრამ მაინც მელიას საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა.
თითქმის 15% ამბობს, რომ არ მიემხრობოდა მელიას მოწინააღმდეგეებს, ხოლო უმრავლესობა, 34%-ზე მეტი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერდა მხარს ნიკა მელიას საწინააღმდეგო ნაბიჯებს. დაახლოებით 18%-მა არ იცის, როგორ მოიქცეოდა, ხოლო 3% უარს ამბობს პასუხზე.
თუ დავაჯამებთ პირველ შედეგებს, მივიღებთ, რომ გამოკითხულთა 30% იმოქმედებდა მელიას საწინააღმდეგოდ, მაგრამ 49%, პირიქით, მას მხარდაჭერას გამოუცხადებდა.
მსგავსი შედეგებია სასამართლოს მიმართებითაც:
თქვენ რომ ახლა სასამართლოში მუშაობდეთ, როგორ მოექცეოდით ნიკა მელიას?
დაახლოებით 29% ამბობს, რომ დაუჭერდა მხარს დეპუტატის საწინააღმდეგო ქმედებებს.
ხოლო 43% ამბობს, რომ არ დაუჭერდა მხარს.
დანარჩენებმა არ იციან ან უარს ამბობენ პასუხზე.
უპასუხოდ დარჩენილ რესპოდენტებს თუ ჩამოვაცილებთ, შედეგი ასეთია:
მოპასუხეთა 40% მოსამართლის ადგილზე წავიდოდა ნიკა მელიას წინააღმდეგ.
მაგრამ უმრავლესობა, 60% არ გადადგამდა დეპუტატის საწინააღმდეგო ნაბიჯებს.