19 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
რომელი სატელევიზიო არხის საინფორმაციო და პოლიტიკურ გადაცემებს უყურებთ? - IPSOS-ის გამოკითხვით, "რუსთავი 2" უპირობო ლიდერია

რომელი სატელევიზიო არხის საინფორმაციო და პოლიტიკურ გადაცემებს უყურებთ ყველაზე ხშირად? -ეს კითხვა უმსხვილესმა კვლევითმა კომპანიამ IPSOS-მა სატელეფონო გამოკითხვისას რესპონდენტებს დაუსვა.

გამოკითხვისას უპირობო ლიდერია "რუსთავი 2."  მოსახლეობის 39% უპირველესად "რუსთავი 2"-ისგან იგებს, რა ხდება ქვეყანაში.


29% უპირატესობას ანიჭებს "იმედს." ეს არის ტელესივრცის ორი მთავარი მოთამაშე, დანარჩენ არხებს კი ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვს.

IPSOS-ის გამოკითხვები ჩატარდა პირველიდან ექვსი ივლისის ჩათვლით, ჩატარდა ორი ათასამდე ინტერვიუ. რესპონდენტებს შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ სატელეფონო ნომრებზე ურეკავდნენ და გამოკითხვა ფასო იყო.  რესპონდენტები არც არაფერს იხდიან და არც რაიმე სახის საფასურს იღებენ კვლევაში მონაწილეობისთვის.

შედეგების ცდომილების ზღვარი, საშუალოდ, 4%-ია.

გამოკითხვა "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები