19 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
"რუსთავი2"-ზე შტურმის გამო რუსეთმა საქართველოს ხელისუფლება შეაქო

"რუსთავი2" -ის ჟურნალისტის, გადაცემა პ.ს.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგს, სადაცა ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებით ეხმაურება. 

უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "რუსთავი2"-ის ჟურნალისტი მიერ გაკეთებული განცხადება, კიდევ ერთი მაგალითია იმის, სადამდე შეიძლება მიიყვანოს "რუსოფობიამ". 

​კრემლი გაბუნიას განცხადებას ღია პროვოკაციად განიხილავს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაფუჭებას ისახავს მიზნად. 

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, "რუსთავი2"-ის ჟურნალისტის მისამართით გაკეთებული განცხადებებით კმაყოფილია და ამბობს, რომ 20 ივნისის პროვოკაციისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება აღარ დადუმდა და შესაბამისი რეაგირება მოახდინა. 

"კატეგორიულად ვგმობთ უპრეცენდენტოდ მდაბიო ქმედებას და უცენზურო გამონათქვამს, რომელიც ქართულმა ტელეარხმა "რუსთავი 2"-მა რუსეთის ხელისუფლების მისამართით გააჟღერა. აღნიშნულ ფაქტს ქართული რადიკალების მხრიდან კიდევ ერთ ღია პროვოკაციად განვიხილავთ. დღევანდელი ხმაურიანი ინციდენტი ნათელი მაგალითია იმის, სადამდე შეუძლია რუსოფობიას მიგიყვანოს.

20 ივნისის მოვლენებისგან განსხვავებით, როდესაც რუსეთის საპარლამენტო დელეგაციაზე თავდასხმა განხორციელდა, საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალები აღარ გაამართლა. ამჯერად მათ პროვოკატორები გაასამართლეს. ვხედავთ ასევე ქართული საზოგადობის აღშფოთებას ამ ფაქტთან დაკავშირებით.

ველოდებით ადეკვატურ რეაგირებას საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური გაერთიანების მხრიდან. ასეთი გამოვლინებას ცივილურ ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს,"-ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები