19 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
დღევანდელი დღე არის წყალგამყოფი - ანტისაოკუპაციო აქცია პარლამენტისკენ იძვრება

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები და ორგანიზატორების თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან. ისინი პარლამენტისკენ მსვლელობით დაიძვრებიან.

თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ გზა რამდენიმე ადგილზეა ჩახერგილი, რადგან პარლამენტის წინ აქციას „ქართული მარში“ და ლევან ვასაძის მხარდამჭერები მართავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები და ადგილზე მისული პოლიტიკოსები ამბობენ, ისინი აუცილებლად მივლენ პარლამენტთან და პროტესტის მე-19 დღეს პარლამენტის წინ აუცილებლად ისევ მოითხოვენ შს მინისტრის გადადგომას.

„ის ადამიანები, ვინც დაიკავეს პარლამენტის წინ ტერიტორია, ეს ადამიანები არიან ხელისუფლების მიერ მობილიზებული პუტინისტური ძალები, რომლებმაც დაიკავეს ტერიტორია იმისთვის, რომ არ ჩატარდეს აქცია „არა ოკუპაციას.“ მივდივართ მშვიდობიანად, ჩატარდება აქცია, გახარიას გადადგომა ისევ არის მოთხოვნა. დღევანდელი დღე არის წყალგამყოფი,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები