„თბილის პრაიდი“ გადაიქცა „თბილისი ჰაიდად“ ეს არის თავის გაბითურება - ამბობს ლევან ვასაძე, რომელიც „თბილის პრაიდის“ ღირსების მარშის ჩასაშლელად რუსთაველიდან შს სამინისტროსკენ გაემართა, თუმცა აქცია დასრულებული დახვდა.
ლევან ვასაძე ამბობს, რომ მისი მხარდამჭერები და „ქართული მარშის“ წევრები ვერ იქნებიან ყველგან.
„ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე შეუძლებელია ადამიანები იყონ ერთად, კურდღლებს შეუძლიათ ვარკეთილში აირბინონ რამდენიმე ფოტო გადაიღონ და მერე იქიდან გაიქცნენ. მოვედით იმისთვის, რისთვისაც მივედით რუსთაველზე, რისთვისაც ვიყავით დილას აქ, რომ არ დავუშვათ უსირცხვილობის ზეიმი და ტაშ-ფანდური. გესმით, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ვიყოთ ყველგან.
"რუსთაველზე ყოფნისას ვთქვით, რომ არავითარი პრობლემა არ გვაქვს იმ ხალხთან ვინც აპროტესტებს რუსულ ოკუპაციას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს დეოკუპაცია როგორც რუსული მხრიდან აფხაზეთსა და ცხინვალში ასევე გლობალისტური ლიბერალური მხრიდან თბილისში დასრულდება, საქართველო გამთლიანდება,“-ამბობს ვასაძე.
მისი თქმით, ის არ ეთანხმება, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს, რომლებიც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ამბობს, რომ გავრილოვი საქართველოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „რუსთავი 2“-მა ჩამოიყვანა.
„მე მაგალითად იმ 96%-ს ვეკუთვნი, ვისაც მიაჩნია, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, მაგრამ ვისაც მიაჩნიათ თქვას. მე ჩემი პოზიცია მაქვს მე მიმაჩნია, რომ იმ ღამეს მიუხედავად იმისა, რომ ის პროვოკაცია მოაწყვეს "ნაცებმა," "რუსთავი 2"-მა თქვენმა დამსაქმებელმა, რუსი დეპუტატის ჩაჯენა იმ კრესლოში, "ნაცებმა" და "ქოცებმა" ერთად ეს იყო ორი პარტიის მიერ მოწყობილი პროვოკაცია...
"ეს იყო ნაც-ქოცების მე მათ ვეძახი კოჰაბიტანტებს, ყველა უნდა დაისაჯოს კანონის სიმკაცრით. ნუ მიწყობთ დაკითხვას,“-ამბობს ვასაძე.
მისი თქმით, თუ ქვეყნის დეოკუპაცია გვინდა, არ უნდა ვიყოთ „ფარჩაკები“ და უნდა დავსხდეთ სასაუბროდ პირისპირ.