19 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
ორი აქცია რუსთაველის გამზირზე - ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს და ლევან ვასაძის მხარდამჭერებს ერთმანეთთან რამდენიმე მეტრი აშორებთ

ამ წუთში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ორი აქცია მიმდინარეობს. ერთმანეთისგან მათ სულ რამდენიმე მეტრი აშორებთ. ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. მათ რამდეიმე კორდონი გააკეთეს. ისინი არ აძლევენ საშუალებას ანტრისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს, რომ პარლამენტის წინ მივიდნენ და აპარატურა განათავსონ. ყვითელი ავტობუსებით გადაიკეთა მთლიანი გამზირი.  

შეგახსენებთ, რომ ანისაოკუპაციო აქციის მონაწილეები რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ხოლო მეორე აქციის მონაწილეები კი რუსთაველის გამზირზე დილიდან იმ მოტივაციით შეიკრიბნენ, რომ ადგილზე პრაიდის აქცია არ გამართულიყო. ისინი ლევან ვასაძის მხარდამჭერებს წარმოადგენენ. მათთან ერთად სასულიერო პირებიც იმყოფებიან, რომლებიც პერიოდულად აქციის მონაწილეებთან ერთად ლოცვას კითხულობენ.

დღის ამბები