ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები, გადაწყვეტილება მიღებულია, ეს საკითხი დახურულია - სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
გვარამია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მართული ჯგუფია, რომლებიც აგრესიით გამოირჩევიან. ის მოუწოდებს შს სამინისტროს უზრუნველჰყოს ჟურნალისტური საქმინობის განხორიცლება და დაიცვას სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება.
მისი თქმით, გიორგი გვარამიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, ის ორი თვით ჩამოშორდა ეთერს და აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ შესრულდება. გვარამიას თქმით, თუკი ტელეკომპანიის შენობის წინ შეკრებილები შენობაში შემოიჭრებიან სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.
„რუსთავი 2“-ის წინ მიმდინარეობს მართული აქცია. ეს არის ხელისუფლების მიერ წაქეზებული და აქ მოყვანილი ორკები. რომლებიც ძალიან მაღალი საფრთხის წყარო არიან, ძალიან აგრესიულად იქცევიან. მივმართავ შს სამინისტროს, პოლიცია ადგილზე არის მცირე ოდენობით, თქვენც შეამჩნევდით, გუშინდლისგან განსხვავებით. იმ შემთხვევაში თუ ეს ბრბო მიიღებს არხზე შემოჭრის გადაწყვეტილებას, პოლიცია ვერ მოახერხებს მათ შეჩერებას.
"მთელი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში, ძალადობრივი სცენარის განვითარების შემთხვევაში იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე, ვინც ა)უზრუნველყო ამ ბრბოს აქ მოყვანა და ბ) არ უზრუნველყო პოლიციის სათანადო ძალებით „რუსთავი2“-ის დაცვა.
"ჩვენ ვართ მშვიდად არავითარი პროვოცირება ჩვენი მხრიდან არ იქნება, ვმუშაობთ და ვახორციელებთ ჩვენს ჟურნალისტურ საქმიანობას, კიდევ ერთ რამეს დააკვირდეს საქართველოს ხელისუფლება - ის, რაც ახლა აქ ხდება, მთელი პერიმეტრის გადაკეტვა ყველაფერთან ერთად არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა, ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები. არავითარი მათი მოთხოვნა არ შესრულდება, ეს საკითხი არის დახურული, გაბუნიასთან გადაწყვეტილება არხმა მიიღო თავის სამართლებრივი დამოკიდებულება, ის ორი თვით ჩამოშორდა ეთერს. ეს დასრულებული საკითხია, დახურულია ეს თემა, ეს ორკები აქ დგანან აბსოლუტურად ტყუილად. ერთადერთი მიზანი, რომელიც შეიძლება მათ ჰქონდეთ, არის არხზე შემოჭრა და არხის დარბევა,"-აცხადებს ნიკა გვარამია.