19 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
გაბუნიას განცხადება და ხელისუფლების ორკესტრირებული შეტევა "რუსთავი 2"-ზე - მესამე სექტორი მმართველი გუნდის ლუსტრაციაზე საუბრობს

"რუსთავი 2"-ის ეთერში გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებებს ხელისუფლება ჩიხში შეჰყავს. სამოქალაქო სექტორში განმარტავენ, რომ მმართველი პარტიისთვის არც კერძო კომპანიაში გაკეთებული განცხადებების განხილვა, არც პუტინის დაცვა და არც თუნდაც დუმილი, არ არის მომგებიანი გამოსავალი. არასამთავრობო სექტორში "ქართულ ოცნებას" ურჩევენ მკვეთრად დააფიქსიროს პოზიცია ევროპული ღირებულებების სასარგებლოდ და არ დაუშვას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მედიაექსპერტები განსაკუთრებით საგარეო უწყებას და მარეგულირებელ კომისიას მოუწოდებენ უარი თქვან ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დამაზიანებელ განცხადებებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ მმართველი ძალა გავრილოვის ვიზიტის შემდეგ, ერთდროულად ჩიხშიც არის და კრემლთან ვალშიც. სამოქალაქო სექტორი თანხმდება, რომ ერთი ჟურნალისტის მიერ დარღვეულმა ეთიკურმა სტანდარტმა მთელი ხელისუფლების ლუსტრაცია მოახდინა და სოციალურ ქსელში აქტივობების მიხედვით ადვილი იყოს იმის დადგენა, ვინ დგას რუსეთის სამსახურში.
 

დღის ამბები