19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
მობრძანდეს აქ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რა გვარია? - ლევან ვასაძე თალაკვაძეს მოთხოვნას უყენებს

„ჩვენ მოვითხოვთ, მობრძანდეს აქ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აქ, ამ კიბეებზე, რა გვარია? ამჯერად თალაკვაძე, მობრძანდეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აქ, ამ კიბეებზე, ხალხთან, თუ მართლა თავი მიაჩნია, ქართველი ხალხის რჩეულად,“ - ეს განცხადება ლევან ვასაძემ გააკეთა.

მან პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის მოთხოვნაა, რომ  "გარყვნილების საჯარო პროპაგანდის ამკრძალველი კანონი მიიღონ."

ლევან ვასაძემ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები და აღნიშნა, რომ ისინი სახელმწიფოს გადატრიალებას გეგმავდნენ.

„მიღებულ იქნას საქართველოში გარყვნილების საჯარო პროპაგანდის ამკრძალველი კანონი და იმისთვის, რომ ეს ჩვენი თავყრილობა რაღაც ლოგიკურ შედეგამდე მივიყვანოთ, თუ ჩვენი პატივცემული სახელმწიფო, რომლის გადატრიალებასაც აპირებდნენ, იქ, რომ ხალხი ჭიჭყინებს ახლა და ჩვენ რომ გვაბრალებენ ძალადობას და გინებას და ნახეთ მაგათი ტოლერანტობა, როგორც კი ჩვენ ვლაპარაკობთ, სასტვენებში უსტვენენ და ყველანაირად ცდილობენ, რომ სიტყვა გაგვაწყვეტინონ, მაგრამ ვერ გაგვაჩუმებენ, რამდენიც უნდათ უსტვინონ,“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.

პარლამენტის წინ ორი აქცია პარალელურ რეჟიმში დღის მეორე ნახევრიდან მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს დილიდან ლევან ვასაძის მხარდამჭერები და სასულიერო პირები იმყოფებიან. ისინი თავდაპირველად „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას აპროტესტებდნენ, თუმცა, შემდეგ უკვე ანტისაოკუპაციო აქციების დასრულდება მოითხოვეს.

ამის პარალელურად, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო აქციის წევრებიც იმყოფებიან და კიდევ ერთხელ იმეორებენ იმ მთავარ მოთხოვნას, რასაც 19 დღეა ითხოვენ - გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია.

დღის ამბები