19 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
მინდა მივმართო ირმა ინაშვილს, თარხან მოურავს და ნინო ბურჯანაძეს შემოგვიერთდით, თქვენი ადგილი არის აქ-სანდრო ბრეგაძე

ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებული აქციის წარმომადგენლები ირმა ინაშვილს, თარხან-მოურავს და ნინო ბურჯანაძეს მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ აქციას, რადგან მათი ადგილი არის სწორედ ამ მომიტინგეების გვერდით. ამის შესახებ განცხადება სიტყვით გამოსვლისას სანდრო ბრეგაძემ გააკეთა. მან ასევე მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს რომ მივიდეს აქციაზე და მიმართოს ხალხს.

სანდრო ბრეგაძე მოუწოდებს მომიტინგეებს არ დაიშალონ, რადგან ამ შემთხვევაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ანტისაოკუპაციო აქციის წარმომადგენლები დაიკავებენ.

„თქვენი დაშლა ნიშნავს, რომ აქაურობას კვლავ დაიკავებენ ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე რეჟიმის წევრები, სოდომისტები, სხვა ჭუჭყი და ნაგავი.  ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ამავე დროს ყველამ უნდა მოვთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ თალაკვაძეს, რომ  მობრძანდეს ჩვენთან. აბსოლუტურად მართებულად ბრძანეს, რომ ის პრემიერ-მინისტრი, მინისტრების სოდომისტების ყველა გაფაჩუნებაზე აქ მოდიან. აქ არის ჭეშმარიტი ქართველობა. მობრძანდით და დაელაპარაკეთ თქვენს ხალხს და კიდევ ერთი, მე მინდა მივმართო ქალბატონ ირმა ინაშვილს და ბატონ თარხან მოურავს. მე მინდა მივმართო ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ჩვენ გელით თქვენ აქციაზე. თქვენი ადგილი არის აქ, ქართველ ხალხთან,“-განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები