„არჩევნების წინ ბევრი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება და აკრეფს პოპულარობას“ - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი TBC ბანკისა და ანაკლიის პორტის მთავარი აქციონერისგანაცხადს ეხმაურება. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მამუკა ხაზარაძე, თანამოაზრეებთან ერთად, საზოგადოებრივი მოძრაობას აფუძნებს.
გია ვოლსკი ამბობს, რომ 2020 წლისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე ბევრი ახალი ძალა გამოჩნდება, რომელიც საზოგადოების პოპულარობასაც დაიმსახურებს, რაც ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევი იქნება.
„არჩევნების წინ ბევრი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება და აკრეფს პოპულარობას და ანგარიშგასაწევიც იქნება ხელისუფლებისთვისაც და ზოგადად, პოლიტიკურ ველზე მოასპარეზეებისთვისაც. მთავარია, რეალური პოზიცია ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს მიმართ, მისი ინტერესების მიმართ და ამის შესახებ გავიგოთ, ვიცოდეთ და მოგვეცეს მსჯელობის საფუძვლიანი საშუალება,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობას ქმნის და პროგრესულ ძალებს ახალ გაერთიანებაში ეპატიჟება. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ქვეყნის მომავალი და დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა და ახლა გადამწყვეტი ნაბიჯებია გადასადგმელი.