19 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
"ასეთი ხალხის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დიდი პატივი იქნებოდა მისთვის" - პუტინი გიორგი გაბუნიაზე

ვლადიმერ პუტინმა არამიზანშეწონილად მიიჩნია გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება. რუსეთის პრეზიდენტი კმაყოფილია საზოგადოების იმ ნაწილის რეაქციითაც, რომელიც მისმა გინებამ აღაშფოთა.

რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა. ვლადიმერ პუტინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანქციებზე უარს ამბობს ქართველი ხალხისადმი პატივისემის ნიშნად.

"ანტირუსულ განწყობას საქართველოში აღვივებენ ის ადამიანები, რომლებმაც ან ისტორია არ იციან ან იციან, მაგრამ იგნორირებას ახდენენ და საბოლოო ჯამში გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ საქართველოს და ქართველ ხალხს. დანარჩენი მხოლოდ წარმოებულია. გინებაც და შეურაცხყოფაც. საკითხს სერიოზულად და სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ, არაა საჭირო ვიღაც ნაძირლების გამოხტომებზე რეაგირება.

რაც შეეხება სანქციების შემოღებას საქართველოსთვის, მე ამას ქართველი ხალხის პატივისცემის ნიშნად არ გავაკეთებდი. ერთი ადამიანი გამოვიდა, სისულელე თქვა და თავი გამოიდო. თუ აქამდე არავინ იცნობდა, დღეს ყველა მასზე ლაპარაკობს. ამ კუთხით მან მიზანს მიაღწია. ჩამოაშორეს ეთერიდან 2 თვით და წავიდა დასასვენებლად. დაბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს. მაგრამ ხომ არსებობენ საქართველოში ადამიანები, რომლებიც მის საქციელს აპროტესტებენ.

აი, ამ ხალხის გულისთვის და რუსეთსა და საქართველოს შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის, მე არ მოვიმოქმედებდი არაფერს ისეთს, რაც კიდევ გაართულებდა ჩვენს ურთიერთობებს. ასეთი ხალხის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დიდი პატივი იქნებოდა მისთვის. გააგრძელოს გადაცემა," - ამბობს პუტინი.

დღის ამბები