19 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
ელექტორატის ასაკის დაწევა - "გირჩმა" ინიციატივა სამუშაო შეხვედრაზე გაახმოვანა

მე მაინტერესებდა პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლის მერეც - იაგო ხვიჩია საარჩევნო რეფორმირების სამუშაო შეხვედრის შესახებ საუბრობს. ახალი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ ელექტორატის ასაკის ქვედა ზღვარის დაწევაზე საუბრობს. პარტია ინიციატივით გამოდის, მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 16 წლიდან ჰქონდეთ.

„ძირითადი ნაწილი დღეს ეხებოდა არა შეთანხმებებს, არამედ პოზიციების მოსინჯვებს, როგორ უყურებენ რაღაც კონკრეტულ საკითხებს. ბევრი საკითხი იყო ძალიან განხილული, იმდენად ბევრი, რომ ახლა შეუძლებელია ვთქვათ, რომ რომელიმეზე შეთანხმება არსებობს.   მე მაინტერესებდა პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლის მერეც და მე მაინტერესებდა ახალგაზრდა ადამიანები არჩეული იყვნენ, არა 25 წლის მერე, არამედ 25 წლამდე და ადამიანებს ხმის მიცემის უფლება ჰქონდეთ არა 18 წლიდან, არამედ უფრო ადრეც, 16 წლიდან, მინიმუმ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები