19 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ჯალათმა გახარიამ, რომელმაც თვალის ჩინი დაუკარგა ადამიანებს, ცდილობს, ხმაც ჩაუხშოს მიტინგს - ირმა ნადირაშვილი

საპროტესტო აქციის ჩასატარებლად საჭირო აუდიოტექნიკა და ავტომობილი, რომელშიც ეს აპარატურა ინახებოდა, ისევ არსად ჩანს. პოლიციამ მანქანა დღეს დილით წაიყვანა და მძღოლიც დააკავა. ის მალევე გაათავისუფლეს, თუმცა "პიკაპი" „ევროპული საქართველოსთვის“ არავის დაუბრუნებია.

აქციის ორგანიზატორები კი სწორედ ოპოზიციის კუთვნილ ტექნიკას იყენებდნენ. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ავტომობილი საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი, თუმცა „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ტექნიკა ვერც ერთ სადგომზე იპოვეს.

„შსს იქცევა აბსოლუტურად თავხედურად, ამ დრომდე ჩვენ ვერ მივაგენით, სად არის ეს აპარატურა. პოლიციის სხვადასხვა განყოფილება ჩვენ გვამისამართებს სხვადასხვა ადგილას და გვეუბნებიან, რომ აპარატურა იქ არის დასაწყობებული, მაგრამ სერიოზული პასუხი ამ საკითხზე ჩვენ ვერ მივიღეთ. მე პირადად მქონდა მცდელობა, დავკავშირებოდი შს მინისტრის მოადგილეს, მეზვრიშვილს, მაგრამ ქალბატონ ნათიას ამ ვითარებაშიც კი ჰყოფნის თავხედობა, ის არ პასუხობს სატელეფონო ზარებს და არ რეაგირებს ჩემს ტექსტურ შეტყობინებებზე, ჩვენი კითხვა არის ერთი - რატომ იქცევა ასე შსს, რატომ არ აბრუნებს აპარატურას, რომლის საშუალებითაც, უნდა გახმოვანდეს საღამოს ბრიფინგი. ჯალათმა გახარიამ, რომელმაც თვალის ჩინი დაუკარგა ადამიანებს, ახლა ეს ჯალათი ცდილობს, რომ ხმაც ჩაუხშოს მიტინგს, მაგრამ ეს ცხადია, ასე ვერ მოხერხდება,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დღის ამბები