19 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
გიგი უგულავას ხვალ გამოკითხავენ

ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის, ორგანიზების ან მონაწილეობის საქმეზე გიგი უგულავას ხვალ გამოკითხავენ. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

საქმე ეხება 20-21 ივნისის საპროტესტო აქციას. გიგი უგულავას თქმით, მაგისტრ მოსამართლესთან ერთად გამოკითხავენ.

„ეგრე რა ძლივს! ხვალ დილით 10 საათზე მივდივარ დაკითხვაზე 20 ივნისის გავრილოვის ღამეზე. იმათ ენაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლო,“ - აღნიშნულია უგულავას ტექსტში.

გიგი უგულავას გარდა, მანამდე ჯგუფური ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე შსს-მ ოპოზიციური პარტიის რამდენიმე ლიდერი დაიბარა.

 

დღის ამბები