19 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი - ურთიერთბრალდებების ეპიცენტრში საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი იყო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღის განმავლობაში კამათის ფონზე წარიმართა. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ამჯერადაც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი იყო.

საბჭოს არამოსამართლე წევრებმა განსახილველი საკითხების რიგითობის შეცვლა მოითხოვეს. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შესახებ მსჯელობას სხდომის დასაწყისშივე ითხოვდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. არამოსამართლე წევრების მოთხოვნას საბჭოს მოსამართლე წევრები არ დაეთანხმნენ და დღის წესრიგი უცვლელი დარჩა.

დღევანდელი ჩხუბის ეპიცენტრში იყო მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი. ის სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილის ბიოგრაფიული დოსიეთი მივიდა და ინტერესთა კონფლიქტში დაადანაშაულა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის ნაზი ჯანეზაშვილის ორი ყოფილი თანამშრომელიც იყო, რომელთან ერთადაც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა.

სერგო მეთოფიშვილი აცხადებს, რომ ჯანეზაშვილს კენჭისყრაში, სადაც მისი ორი ყოფილი თანამშრომლის ბედი წყდებოდა, მონაწილეობა არ უნდა მიეღო. ადრესატმა ამ ბრალდებას აბსურდული უწოდა. ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი ინსტანციის მოსამართლეების შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებს და მის შეჩერებას მოითხოვს. ამბობს, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია, ე.წ. კლანმა ქვეყნის მთავრი სასამართლოც ხელში არ ჩაიგდოს.

17 ივლისს იუსტიციის საბჭო პირველ 5 კანდიდატს გაესაუბრება. საერთო ჯამში, რიგში 50 კანდიდატია. გასაუბრების ეტაპზე გადასულები არიან გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

ასევე, პირველ 10-კაციან სკანდალურ სიაში დასახელებული 7 მოსამართლე, მათ შორის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძეა.

დღის ამბები