19 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
ტერორისტი კადიროვი დაემუქრა გიორგი გაბუნიას მკვლელობით და საქართველოს მთავრობა ამაზე არაფერს იძახის - სააკაშვილი

„ტერორისტი კადიროვი დაემუქრა გიორგი გაბუნიას მკვლელობით და საქართველოს მთავრობა ამაზე არაფერს იძახის,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

„კვირის აქცენტების“ სპეციალურ ეთერში მიხეილ სააკაშვილი კადიროვის მხრიდან გიორგი გაბუნიას მისამართით გახმოვანებულ მუქარას აფასებს და ხელისუფლების ურეაქციობას მკაცრად აკრიტიკებს.

„ტერორისტი კადიროვი დაემუქრა გიორგი გაბუნიას მკვლელობით, ამ კაცს ჰყავს ბევრი ადამიანი მოკლული და საქართველოს მთავრობა ამაზე არაფერს არ იძახის, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. გაბუნიამ სისულელე თქვა და ვიღაც კაციჭამია კადიროვმა უნდა მოკლას და ამით უნდა იმუქრებოდეს? ხომ ვიცით, რომ ბორის ნემცოვი მისი მოკლულია,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოუხადოს რუსეთის პრეზიდენტს - ამ განცხადებას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აკეთებს. ის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ გამოძიებას მოითხოვს. ჩეჩნეთის ლიდერი "ტელეგრამის" სოციალურ ქსელში "რუსთავი 2-ის" ტელეწამყვანს ქართველი ერის სირცხვილს უწოდებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები