ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მთავრობას შანსი მისცა გონს მოეგოს - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, თბილისში უნდა ესმოდეთ, რომ მეზობელთან ურთიერთობები საჭიროა კეთილმეზობლობის, პატივისცემის, თანასწორობის და სხვა სახელმწიფოების სუვერენულ საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებზე, მათ რუსეთის პრეზიდენტს უნდა მოუსმინონ, რომელმაც დუმისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობას შანსი კიდევ ერთხელ მისცა.
"თუ საქართველოს ხელისუფლება თვლის რომ მათთვის ეს არაფერს, ნიშნავს და გააგრძელებს მსგავს ქმედებებს, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მათ აირჩიეს კონფრონტაციისა და ურთიერთობების გამძაფრების გზა. თუ მათ თავში კიდევ რამე დარჩათ და ესმით, რომ მეზობელთან ურთიერთობების აგება საჭიროა კეთილმეზობლობის, პატივისცემის, თანასწორობის და სხვა სახელმწიფოების სუვერენულ საქმეებში არჩარევის პრინციპებზე, მათ უნდა მოუსმინონ ჩვენ პრეზიდენტს ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს. მას არაერთხელ უსაუბრია მათთან ამის შესახებ. ის ახლაც კიდევ ერთხელ აძლევს შანსს. ჩვენ, რუსი ხალხის წარმომადგენლები მათ ამ შანსს არ ვაძლევთ. ის კი აძლევს შანსს რომ გონს მოეგონ,"-აცხადებს ვიაჩესლავ ვოლოდინი.