რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელმაც საქართველოს ისტორია გააყალბა, მას რუსეთის გუბერნია, გენოციდის მომწყობი და ოკუპანტი უწოდა, საქართველოს პრემიერის კრიტიკა ვერ დაიმსახურა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთისგან მომდინარე მსგავსი დასკვნები ახალი არ არის, მაგრამ მთავარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ცივილიზებულმა სამყარომ იცის რა არის რეალობა.
„სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის ჩვენ მსგავსი დასკვნები, რომელიც ძალიან ხშირად ეყრდნობა არასწორ ფაქტებს, მათ შორის არასწორ ინტერპრეტაციას. ეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის ძალიან ნათელი. ჩვენი ამოცანა არის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, სამყაროსთან, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ იყოს ინფორმირებული თითოეული ნიუანსის შესახებ, მათ შორის ისტორიის შესახებ. გარწმუნებთ, რომ არცერთ ადამიანს არ აქვს კითხვის ნიშანი ჩვენი ისტორიის შესახებ,“-განაცხადა პრემიერმა.