19 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
„გუშინ ჩვენი საზოგადოება ისტორიის დამახინჯების მცდელობის მოწმე კიდევ ერთხელ გახდა" - გრიგოლ ვაშაძე

„გუშინ ჩვენი საზოგადოება, კიდევ ერთხელ გახდა მოწმე ისტორიის დამახინჯების მცდელობისა,“ - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძე ვლადიმერ პუტინის მიერ ისტორიული ფაქტების დამახინჯებას და რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს „აფხაზეთის ოკუპაციისა ოსეთის გენოციდში“ დადანაშაულებას გამოეხმაურა.

ვაშაძემ დეტალურად გაიხსენა ისტორიული ფაქტები და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია. მან 1920 წელს დადებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა, რომელსაც ხელი მას შემდეგ მოეწერა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლშევიკების აჯანყების და რუსული არმიის შემოჭრის მცდელობა აღკვეთა.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ისტორიის დამახინჯების მცდელობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ატაშესა თუ რუსეთს ფედერაციის პრეზიდენტისგან მოდის. მათი არგუმენტები ყოველთვის ერთი და იგივეა და ერთი და იგივეა მცდელობა, ისტორია მიუსადაგონ საქართველოს ოკუპაციის გამართლებას,“ - განცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, საზოგადოების გახლეჩა და ერთმანეთთან დაპირისპირება რუსული სცენარის ნაწილია.

„ყველაფერი 1921 წლის ოკუპაციით დამთავრდა, რაც იმის შედეგი იყო,  რომ საქართველოს საზოგადოება ზუსტად ისეთივე გახლეჩილი იყო, ერთმანეთთან დაპირისპირებული, როგორც დღეს ვართ... თუ გავაგრძელეთ ის, რომ რუსთაველის პროსპექტი ისევ გადახერგილია ყვითელი ავტობუსებით, ხელისუფლება ისევ თვლის ოპოზიციას თავის მტრად, ქართულ საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ ისევ უნდობლობაა, იმის მაგივრად, რომ ევროპის კავშირთან, სადან ყველა ხელმძღვანელი პირი შეიცვალა, საქართველოს ინტერესების წინ წაწევას ვცდეილობდეთ, ამის მაგვრად ისევ ანგარიშსწორებით ვართ დაკავებული. სანამ არ მოვილაპარაკებთ იმ თემებზე, რომელიც გვაერთიანებს და ბიბლიასავით დავიზეპირებთ, იქამდე ვერ გადავწყვეტთ იმ პრობლემებს, რომელიც გვთიშავს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები